ვარდის სახელი
ვარდის სახელი Il nome della rosa | |
---|---|
ჟანრი | პოსტმოდერნიზმი |
ავტორი | უმბერტო ეკო |
მშობლიური ენა | იტალიური |
დაწერის ადგილი | იტალია |
გამოცემულია | 1980 |
ქართულად თარგმნა | 2011, ხათუნა ცხადაძე |
წინა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შემდეგი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვარდის სახელი (იტალ. Il nome della rosa) — იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს პირველი რომანი, გამოიცა 1980 წელს. ნაწარმოები წარმოადგენს, როგორც ისტორიულ მისტიკას 1327 წელს იტალიურ მონასტერში მომხდარი მკვლელობის შესახებ, აგრეთვე ინტელექტუალურ მისტიკას, რომელიც პროზის სემიოტიკას, ბიბლიურ ანალიზს, შუა საუკუნეების კვლევას და ლიტერატურულ თეორიას მოიცავს.
„ვარდის სახელი“ 1982 წელს სტრეგას პრემიის მფლობელი გახდა. ის 47 ენაზეა თარგმნილი. იტალიურ ენაზე გაყიდულია წიგნის 6 მილიონ ნახევარზე მეტი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. გაზეთმა Le Monde რომანი XXI საუკუნის 100 ძირითადი წიგნის სიაში შეიტანა. 1983 წელს კი New York Times-მა ის წლის პირველ ბესტსელერად დაასახელა. 1986 წელს გამოვიდა რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ჟან-ჟაკ ანომ გადაიღო.
სიუჟეტი
რომანის მთხრობელია მელქელი ბერი ადსო, რომელიც საკუთრი სიყმაწვილის პერიოდის 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში მომხდარ ამბავს იხსენებს. ადსო ფრანცისკელი ბერის, უილიამ ბასკერვილელის თანამგზავრია. უილიამმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავინიონელი პაპისა და მწვალებლებად შერაცხილი უმცირესობის წარმომადგენელთა თეოლოგიურ დავაში ქრისტეს სიღარიბის შესახებ. მონასტერში ყოფნისას უილიამი იქ მომხდარი უცნაური მკვლელობების გამოძიებას ცდილობს. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ აკრძალულ წიგნს უკავშირდება. წიგნის ხელში ჩაგდების ყველა მსურველი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. ესაა არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ტომი, რომელიც დაკარგულად ითვლება. საკუთარი გამჭრიახობის წყალობით უილიამი აღმოაჩენს წიგნსა და დამნაშავეს, თუმცა წიგნის გადარჩენას ვერ მოახერხებს და ბიბლიოთეკასა და მონასტერს ხანძარი გაანადგურებს.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- უმბერტო ეკო, ვარდის სახელი— თბილისი, „დიოგენე“, 2011, ISBN 978-9941-11-225-6