Vario LF2
Vario LF2 — ჩეხური, ნახევრადდაბალიატაკიანი, ორსექციური ტრამვაის ვაგონი. შეიქმნა ფირმების: Pragoimex, krnovské opravny a strojírny და VKV Praha-ს მიერ, ოსტრავას სატრანსპორტო გაერთიანებასთან თანამშრომლობით.
კონსტრუქცია
Vario LF2–ის კონსტრუქცია Vario LF3–ის მსგავსია. ეს ცალმხრივი მართვის ექვსღერძიანი, მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი ერთი მხრივ ტევადობით Škoda 03 T–ს კონკურენტია, თუმცა ამასთანავე Tatra K2–ის შემცვლელიცაა. Vario LF2 შედგება ორი სექციისგან, რომლებიც შეკავშირებულია სახსრით, ხოლო სახსარი შემოსილია მოქნილი, გოფრირებული ტყავის ბურვილით. ვაგონს მარჯვენა გვერდზე აქვს ოთხი ორფრთიანი კარი. განაპირა კარებს შევყავართ ვაგონის მაღალიატაკიან ნაწილებში. დაბალიატაკიანი ნაწილი ლიანდაგის ზედაპირიდან 350 მმ სიმაღლეზეა და ვაგონის იატაკის ფართის 43% შეადგენს, ხოლო მაღალიატაკიან ნაწილში (ვაგონის ბოლოები და სახსარი) იატაკი 860 მმ სიმაღლეზეა.
Vario LF2 აღჭურვილია ფირმა Cegelec–ის წარმოების ასინქრონული ელექტროაღჭურვილობით TV Europulse (განთავსებულია სახურავზე), რესორებიანი მბრუნავი შასებით „კომფორტი“ და ნახევარპანტოგრაფით. ვაგონის დიზაინი ინგლისელ არქიტექტორ, ფრანტიშეკ პელიკანს ეკუთვნის. Vario LF2–ის გარდა გამოშვებულია Vario LF2.E და Vario LF2R.E, რომლებიც ტატრა K2–ის რეკონსტრუქციას წარმოადგენს.
ტექნიკური მონაცემები
- სიგრძე (ბუფერებამდე): 22,6 მ
- სიგანე: 2,48 მ
- სიმაღლე: 3,185 მ
- ვაგონის წონა (მგზავრების გარეშე): 31,5ტ
- ადგილების საერთო რაოდენობა: 140
- დასაჯდომი ადგილები: 46
- დასადგომი ადგილები: 94
- მოტორების სიმძლავრე: 6 x 90 kW
- მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 65კმ/სთ
გაყიდვები
2007 წლის მდგომარეობით.
ჩეხეთი
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრნო | ბრნოს ტრამვაი | Vario LF2R.E | 2008–2018 | 32 ვაგონი[1] | 1069, 1072, 1078, 1082–1084, 1088, 1090, 1092–1094, 1096, 1098–1103, 1106, 1108–1110, 1112, 1114, 1117, 1120, 1126–1128, 1130–1132 | |
ოსტრავა | ოსტრავას ტრამვაი | Vario LF2.E | 2007 | 1 ვაგონი[2] | 1401 | |
VarioLF2R.S | 2013–2014 | 2 ვაგონი[3] | 1402, 1403 |
რესურსები ინტერნეტში
- Stránka s informacemi o počátku provozu VariaLF2 v Ostravě včetně fotografií Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Evidence DPMB: vozy VarioLF2R.E. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
- ↑ Vůz DP Ostrava #1401II (Pragoimex VarioLF2). ციტირების თარიღი: 2019-01-12.
- ↑ DP Ostrava: vozy VarioLF2R.S. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted