Tatra K2
Tatra K2 — ჩეხური წარმოების, ორნაკვეთურიანი (ორსექციური), სამურიკიანი (ექვსღერძიანი), შესახსრული ტრამვაის ვაგონი.
ტატრა K2 არის კომპანია ČKD Tatra–ს მიერ აგებული პირველი შესახსრული ტრამვაის ვაგონი, წარუმატებელი, ექსპერიმენტული ტატრა K1–ის შემდეგ, რომელიც წარმოებაში არ ჩაშვებულა. ტატრა K2 შეიქმნა ტატრა K1–ის ელექტროაღჭურვილობის ნაკლოვანებათა გათვალისწინებით, ტატრა T3–ზე დაყრდნობით. ვაგონს აქვს ტატრა T3–ის ანალოგიური დიზაინი, ნახევრადგადადენადი, მომრგვალებული ფორმებით და 1950–იანი წლების მოდის, ძარადან გამოწეული, მრგვალი ფარებით. ამ ტიპის პირველი ვაგონი 1966 წელს აიგო და ის თავიდან პრაღის ქსელში მუშაობდა (#7000). გარკვეული დროის შემდეგ ეს ვაგონი მოსტში ჩაიტანეს, საბოლოოდ კი იგი ბრნოს გადაეცა. ტატრა K2–ები წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა და მათი უმრავლესობა დღემდე ექსპლუატაციაშია. ვაგონების უმრავლესობას ჩატარებული აქვს გადაიარაღება (ე.წ. მოდერნიზაცია).
ტატრა K2–ების ყველაზე მსხვილი მყიდველი ბრნო იყო. სწორედ ამ ქალაქში დაიწყეს პირველად მათი განახლება. განახლებული ვაგონები აღიჭურვა თანამედროვე ელექტროსისტემებით და კაბინის „შუბლზე“ პრიმიტიული სვლა–გეზის მაჩვენებელი შუქდიოდებიანმა ტაბლომ შეცვალა.
ვარიაციები
ტატრა K2SU
განკუთვნილია სსრკ–ს ტრამვაის სისტემებისთვის. სულ აგებულია 246 ასეთი ვაგონი. მათი უმრავლესობა 1966–1969 წწ. აიგო.
ტატრა K2YU
ექსპლუატაციაშია მხოლოდ სარაევოში. სარაევო აღმოჩნდა იუგოსლავიის ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ტატრა K2–ები შეისყიდა. სარაევოში ჩატანის შემდეგ ეს ვაგონები ტატრა K2YU–ებად გადაკეთდა, თუმცა ამ გადაკეთებით მათი ელექტროაღჭურვილობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
მოდერნიზაციები
ტატრა K2–ის მოდერნიზაციებია: ტატრა K2R, ტატრა K2R-03, ტატრა K2R.03-P, ტატრა K2P, ტატრა K2S, ტატრა K2G, ტატრა K2T, ტატრა K3R-N, ტატრა K3R-NT, ტატრა KT3R, სატრა III.
ტექნიკური მონაცემები
- სიგრძე (ბუფერებამდე): 20,4 მ
- სიგანე: 2,5 მ
- სიმაღლე: 3,05 მ
- წონა: 21,9 ტ
- მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 60 კმ/სთ
- დაგილების რაოდენობა: 158
- დასაჯდომი ადგილები: 50
- დასადგომი ადგილები: 108
- ლიანდაგის სიგანე: 1 000/ 1 435/ 1 525 მმ
- მოტორები: TE 022
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 40 kW
- ელექტროაღჭურვილობა: odporová UA12
- ძაბვა: 600 V
გაყიდვები
სულ აგებულია 567 ვაგონი.
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბოსნია და ჰერცეგოვინა
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
სარაევო | სარაევოს ტრამვაი | ტატრა K2YU | 1973–1983 | 90 ვაგონი[1] | 201–290 |
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრნო | ბრნოს ტრამვაი | K2 | 1967–1983 | 120 ვაგონი[2] | 601–607, 1008–1117 | |
♦ | ტატრა K2YU | 1983 | 15 ვაგონი[3] | 1118–1132 | ||
ოსტრავა | ოსტრავას ტრამვაი | K2 | 1967–1969 | 8 ვაგონი[4] | 802–809 | |
♦ | ტატრა K2YU | 1983 | 2 ვაგონი[4] | 810–811 |
რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ეკატერინბურგი | ეკატერინბურგის ტრამვაი | ტატრა K2SU | 1967–1969 | 20 ვაგონი[5] | 801–820 | |
მოსკოვი | მოსკოვის ტრამვაი | ტატრა K2SU | 1967–1970 | 60 ვაგონი[6] | 151–211 | 156–ის გარდა |
ნოვოსიბირსკი | ნოვოსიბირსკის ტრამვაი | ტატრა K2SU | 1967–1969 | 36 ვაგონი[7] | 121–156 | |
დონის როსტოვი | დონის როსტოვის ტრამვაი | ტატრა K2SU | 1968 | 5 ვაგონი[8] | 1001–1005 | |
სამარა | სამარას ტრამვაი | ტატრა K2SU | 1967–1969 | 30 ვაგონი[9] | 1001–1030 | |
ტულა | ტულას ტრამვაი | ტატრა K2SU | 1969–1970 | 19 ვაგონი[10] | 401–419 | |
უფა | უფას ტრამვაი | ტატრა K2SU | 1968–1969 | 35 ვაგონი[7] |
ესკიზის შექმნის შეცდომა: სლოვაკეთი
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრატისლავა | ბრატისლავის ტრამვაი | ტატრა K2 | 1969–1977 | 86 ვაგონი[11] | 309–394 | |
♦ | ტატრა K2YU | 1983 | 3 ვაგონი[11] | 7085–7087 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: უკრაინა
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ხარკოვი | ხარკოვის ტრამვაი | ტატრა K2SU | 1968–1969 | 40 ვაგონი[12] | 1901–1940 |
სქოლიო
- ↑ Jähne, Christoph. K2YU německy. Tatrabahn.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-28. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Bmhd.cz. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Bmhd.cz. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
- ↑ 4.0 4.1 K2. Mhd-ostrava.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-16. ციტირების თარიღი: 2010-01-04.
- ↑ Kuzněcov, Jevgenij. Tatra K-2 რუსული. E-tram.narod.ru. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
- ↑ Глава 15. Освоение московских окраин რუსული. Tram.ruz.net. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
- ↑ 7.0 7.1 Jähne, Christoph. K2SU německy. Tatrabahn.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-28. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
- ↑ Rostov-na-Donu, Tatra K2 anglicky. Transphoto.ru. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
- ↑ Tatra K2 რუსული. Samaratrans.info. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
- ↑ Denisov, Denis. დაარქივებული ასლი რუსული. Tramvaj.tula.su. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
- ↑ 11.0 11.1 Tatra - ČKD K2 slovensky. Imhd.zoznam.sk. ციტირების თარიღი: 2009-09-24.[მკვდარი ბმული]
- ↑ Butkovskij, Andrej; Rybka, Andrej. История вагона Tatra-K2 რუსული. Gortransport.kharkov.ua. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- (სლოვაკური) ბრატისლავის Tatra K2-ების აღწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, imhd.zoznam.sk
- ბრნოს Tatra K2-ების ფოტოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, foto.bmhd.cz
|