შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავური გზა: შურისგება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური გზა: შურისგება“
ფაილი:Star Trek Nemesis poster.jpg
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი სტიუარტ ბერდი
პროდიუსერი რიკ ბერმანი
სცენარის ავტორი მაიკლ პილერი
როლებში პატრიკ სტიუარტი
ჯონათან ფრეიკსი
ბრენტ სპაინერი
ლევარ ბარტონი
მაიკლ დორნი
გეიტს მაკფედენი
მარინა სირტისი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 3 დეკემბერი 2002
ხანგრძლივობა 116 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წინა ვარსკვლავური გზა: აჯანყება
საიტი

ვარსკვლავური გზა: შურისგება (ინგლ. Star Trek: Nemesis) — მეათე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში.

სიუჟეტი

პლანეტა რომულზე სხდომის დროს ამოქმედდა უცნაური მოწყობილობა, ლომელმაც დახოცა ყველა საბჭოს წევრი.

პლანეტა კოლარუს 3-ზე პოულობენ ანდროიდს რომელიც დეიტას იდენტურია. იგი აღმოჩნდება დეიტას პროტოტიპი — B-4. პიკარს მოსდის შეტყობინება რომ რომულანები იწვევენ მას მოლაპარაკებებზე. მათი წარმომადგენელი — შიზონი, აღმოჩნდება პიკარის კლონი, თუმცა მასზე გაცილებით ახალგაზრდა. იგი უყვება პიკარს რომ იყო საიდუმლო გეგმის ნაწილი, მას უნდა ჩაენაცვლებინა პიკარი. კლონი იტაცებს პიკარს ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც სჭირდება საკუთარი სიციცხლის გადასარჩენად. B-4 ამასობაში აგროვებს ცნობებს რომულანებისთვის.

შიზონის ხომალდს გარდა შენიღბვისა და დიდი რაოდენიბით შეიარაღებისა აღჭურვილია საიდუმლო იარაღით, რომლითაც გაანადგურეს საბჭო. „ენტერპრაიზი“ მარცხდება ბრძოლაში, მაგრამ შიზონი არ აპირებს მის განადგურებას, მას სჭირდება პიკარი ცოცხალი, ამიტომაც იგი აგზავნის დესანტს. პიკარი აზიანებს მტრის ხომალდს. შიზონი აპირებს გამოიყენოს საიდუმლო იარაღი და გაამადგურის ჯერ „ენტერპრაიზი“, ხოლო შემდეგ დედამიწა

პიკარი გადადის შიზონის ხომალდზე და ბრძოლაში კლავს მას. დეიტა იყენებს ტელეპორტატორს, აგზავნის პიკარს „ენტერპრაიზზე“ და ანადგურებს იარაღს. აფეთქების შედეგად ხიმალდი დეიტასთან ერთად ნადგურდება.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს 2379 წელს.

როლებში

მსახიობი როლი
პატრიკ სტიუარტი ჟან-ლუკ პიკარი კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი
ჯონათან ფრეიკსი უილიამ რაიკერი პირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი
ბრენტ სპაინერი დეიტა / B-4 მეორე ოფიცერი დეიტა / B-4
მარინა სირტისი დიანა ტროი მრჩეველი დიანა ტროი
მაიკლ დორნი ვორფი ვორფი
გეიტს მაკფედენი ბევერლი კრაშერი მთავარი ექიმი ბევერლი კრაშერი
ლევარ ბარტონი ჯორდი ლა ფორჟი მთავარი ინჟინერი ჯორდი ლა ფორჟი
ვუპი გოლდბერგი გაინანი გაინანი
ტომ ჰარდი პრეტორ შინზონი პრეტორ შინზონი
კეიტ მალგრიუ კეტრინ ჯეინვეი ადმირალი კეტრინ ჯეინვეი
უილ უიტონი უესლი კრაშერი უესლი კრაშერი
რონ პერლმანი მეფისნაცვალი მეფისნაცვალი

რესურსები ინტერნეტში