შინაარსზე გადასვლა

ვარშავის პაქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვარშავის ხელშეკრულება)
ფაილი:Warsaw Pact Logo.svg
ვარშავის პაქტის ემბლემა
საზღვრები ნატოსა (ლურჯი) და ვარშავის პაქტის (წითელი) ქვეყნებთან.

ვარშავის პაქტი ან ვარშავის ხელშეკრულება, ოფიციალური სახელი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული კომუნისტური ქვეყნების ორგანიზაცია. დაარსდა 1955 წელს ვარშავაში, პოლონეთში, ნატოს ალიანსის მიერ შექმნილი სავარაუდო საფრთხის დასაბალანსებლად (ეს უკანასკნელი 1949 წელს დაარსდა). ვარშავის პაქტის შექმნას წინ უძღოდა რე-მილიტარიზებული დასავლეთ გერმანიის ნატოში ინტეგრაცია პარიზის შეთანხმების რატიფიკაციით. ვარშავის პაქტის წვრი სახელმწიფოები იყვნენ ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რუმინეთი, სსრკ, ჩეხოსლოვაკია. 1962 წლიდან ვარშავის პაქტში აღარ მონაწილეობდა ალბანეთი და 1968 წელს მან ოფიციალურად დატოვა ხელშეკრულება. პაქტმა იარსება მთელი ცივი ომის განმავლობაში, სანამ ზოგიერთი ქვეყანა გამოვიდოდა 1991 წელს, რომელსაც აღმოსავლეთ ბლოკის დაცემა და საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა. ვარშავის პაქტი ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის ივლისში.

ხელშეკრულება შედგებოდა პრეამბულისა და 11 მუხლისგან. მისი მიხედვით ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა განიხილებოდა ყველა ხელმომწერ სახელმწიფოზე თავდასხმად. შექმნილი იყო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა გაერთიანებული სარდლობა, რომლის გენერალური შტაბის ადგილსამყოფელი იყო მოსკოვი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: