ვარხვისნაირნი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ვარხვისნაირნი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pelecanus conspicillatus ავსტრალიური ვარხვი | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Pelecaniformes (Sharpe, 1891) | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||
ვარხვისნაირნი, ნიჩაბფეხიანები (ლათ. Pelecaniformes) — ფრინველების რიგი. აერთიანებს წყალმცურავ ფრინველებს. მათი მოკლე ფეხების თითები საცურავი აპკითაა შეერთებული. ზოგს გრძელიდა მახვილი ფრთები აქვს, მათ ლივლივით ფრენაც შეუძლიათ. მოკლე და ბლაგვფრთებიანი სახეობები ფრთების მხოლოდ აქტიური ქნევით ფრინავენ. კარგად აქვთ განვითარებული კუდუსუნის ჯირკვალი, შესანიშნავად ცურავენ. უმრავლესობა კარგად ყვინთავს, ხმელეთზე კი ცუდად დადიან. ნიჩაბფეხიანები ფართოდაა გავრცელებული მთელ დედამიწაზე, გარდა პოლარული რაიონისა. მონოგამური ფრინველებია. ბუდობენ დიდ კოლონიებად წყლის სანაპირო ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან უპირატესად თევზით. ტრადიციულად რიგში 5 ოჯახია: ჩვამასებრნი, ვარხვისებრნი, რეგვენასებრნი, ფრეგატისებრნი და ფაეტონისებრნი, ხოლო თანამედროვე კლასიფიკაციით (2015) — ყანჩისებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, ვარხვისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი და ივეოსისებრნი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქართველოში გვხვდება ჩვამასებრთა ოჯახის 2 სახეობა: დიდი და მცირე ჩვამა, მიმოფრენის დროს კი — ვარხვისებრთა ოჯახის 2 სახეობა: ხუჭუჭა და ვარდისფერი ვარხვი.
ლიტერატურა
- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 454.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted