შინაარსზე გადასვლა

ვასილი ათონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილი ათონელიქართველი სასულიერო მოღვაწე, მწერალი, საქართველოს კათალიკოსის ევდემონის ბიძა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში.

მისი ქადაგებები მთელ საქართველოში ყოფილა განთქმული. ის ასევე ამხელდა სამეფო კარის წევრებს (ბატონიშვილ დავით ნარინსა და დემეტრე II-ს) მათ არასათანადო საქციელში.

ბიბლიოგრაფია

  1. მოთხრობა იმისა თუ როგორ სძარცვავდა დავით ნარინი ეკლესიებსა და დემეტრე მეფის მავნე ჩვევებზე.
  2. წიგნი მუსულმანობაზე, სუნიტებსა და შიიტებზე, მათ გარჩევაზე.
  3. „სიბრძნის კარი“, ბერძნულიდან ნათარგმნი.
  4. „ნიკიის კრება“.

ლიტერატურა

  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 4