შინაარსზე გადასვლა

ვასილ მჟავანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ მჟავანაძე
ვასილ მჟავანაძე
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
კომპარტიის ცკ მე-14 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1953 – 29 სექტემბერი, 1972
წინამორბედიალექსანდრე მირცხულავა
მემკვიდრეედუარდ შევარდნაძე

დაბადებული20 სექტემბერი, 1902
ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვლილი31 აგვისტო, 1988 (85 წლის)
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
ეროვნებაქართველი
მეუღლეანნა იანკო
ვიქტორია ტერეშკევიჩი
შვილებიალექსანდრე, თამარა, ვიქტორია, ნინა
ჯილდოებითარგი:სოციალისტური შრომის გმირი

თარგი:Nobr
თარგი:წითელი დროშის ორდენი თარგი:წითელი დროშის ორდენი თარგი:წითელი დროშის ორდენი თარგი:კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
თარგი:სუვოროვის II ხარისხის ორდენი თარგი:კუტუზოვის II ხარისხის ორდენი თარგი:სამამულო ომის I ხარისხის ორდენი თარგი:მედალი ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
თარგი:მედალი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის თარგი:მედალი ლენინგრადის დაცვისათვის თარგი:მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის თარგი:მედალი 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი
თარგი:მედალი 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წელი თარგი:მედალი 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი თარგი:მედალი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი თარგი:მედალი საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი
თარგი:მედალი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წელი თარგი:მედალი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი თარგი:მედალი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი თარგი:მედალი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წელი

თარგი:მედალი საბჭოთა მილიციის 50 წელი თარგი:მედალი ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად

ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რაც მას საქართველოს სსრ-ში დე ფაქტო პირველ პირად აქცევდა. მისი მმართველობა ხასიათდებოდა ეკონომიკური პროგრესით, თუმცა ამავდროულად გაღრმავდა კორუფცია და გავრცელდა ე.წ. „დახლქვეშა ეკონომიკა“.

ბიოგრაფია

1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1927 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1939-1940 ფინელებთან ომის დროს ვასილ მჟავანაძე არმიის შტაბის კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, დივიზიის კომისარი, კორპუსის კომისარი,21ე და მეორე დამრტყმელი არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1941-1943 წლებში ბლოკადის სრულ მოხსნამდე იყო ლენინგრადის ფრონტზე. 1945 წელს ომი პრაღაში დაასრულა გენერალ ლეიტენენტის წოდებით, რომელიც 1944 წელს მიენიჭა. 1945-1946 წლებში ვ. მჟავანაძე ქალაქ ხარკოვის,სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი გახლდათ. 1946-1947 წლებში კიევისსამხედრო ოლქის, სამხედრო საბჭოს წევრი.1947-1950 კიევის, სამხედრო ოლქის, სარდლის მოადგილე პოლიტ ნაწილში და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1950-1953 კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

ვასილ მჟავანაძის მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თბილისის განაშენიანება-კეთილმოწყობის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მის დროს დაიწყო ფართო საბინაო მშენებლობა ქალაქის მასივებში (საბურთალო, დიღომი), აშენდა სპორტის სასახლე (1961), სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი (1971), სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები (1971), სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა დიღომში (1967), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968), სასტუმროები „ივერია“ (1967), „კოლხეთი“ (1962) და სხვ. 1960 ქალაქმა მიიღო ბუნებრივი აირი, 1966 გაიხსნა მეტროპოლიტენი.[1]

ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

1962 წელს მიენიჭია სოციალისტური შრომის გმირის ჯილდო.

1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის 1 ხარისხისა და კუტუზოვის 1 და 2 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted