ვახტანგ ტაბლიაშვილი
ვახტანგ ტაბლიაშვილი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვახტანგ ტაბლიაშვილი | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | რეჟისორი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვახტანგ ვალერიანის ძე ტაბლიაშვილი (დ. 16 მაისი, 1914 — გ. 28 მაისი, 2002) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1967). სკკპ წევრი 1945 წლიდან.
დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939–1966 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. დადგა ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, ლევან გოთუას „დავით აღაშენებელი“, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვა. 1956–1965 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგა ზაქარია ფალიაშივილის „დაისი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ და სხვა. ტაბლიაშვილის სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, გადაღებული აქვს ფილმები: „ქეთო და კოტე“ (რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად, 1948), „დიდოსტატის მარჯვენა“ (2 სერიად, რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად 1970-71), „ლევან ხიდაშელი“ (1973).
ჯილდოები და აღიარება
- 1945 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1946, 1950[1], 1958 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1967 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1994 — ღირსების ორდენი
- 1997 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2000 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
- ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 636.
რესურსები ინტერნეტში
- ვახტანგ ტაბლიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ ტაბლიაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ვახტანგ ტაბლიაშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Источник. ციტირების თარიღი: 2022-03-17
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. № 2. გვ. 45.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 16 მაისი
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 28 მაისი
- გარდაცვლილი 2002
- ყვარელში დაბადებულები
- ქართველი რეჟისორები
- საბჭოთა კინორეჟისორები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1997)
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები