შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ ხმალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ხმალაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია უპარტიო
საქმიანობა პოლიტიკა, სამართალი
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე/ები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ვახტანგ ხმალაძე (დ. 21 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1992, 1999, 2012) წევრი.

ბიოგრაფია

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1969-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 1975 წელს მიიღო დოქტორის წოდება. 1973-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მიჰყავდა თეორიული და ზოგადი ფიზიკის სალექციო კურსები.

1989 წელს დაიწყო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიკაციების გამოცემა. 1989-1992 წლებში იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის), ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. „დასი“ 1992 წელს შეუერთდა რესპუბლიკურ პარტიას. შესაბამისად, ხმალაძე 1992-1996 წლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი იყო.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „11 ოქტომბერი“. და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. 1996 წელს ჩამოაყალიბა კავშირი „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა“. 1997 წელს გაიარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საზაფხულო უნივერსიტეტის კურსი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 1998-1999 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2012 -2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება.

2002-2004 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2016-2017 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2005-2016 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და ეროვნული კომიტეტის წევრი.

2000 წლიდან დღემდე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორი და არბიტრი. 2006-2015 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციათა კურსებს: შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, საარჩევნო სამართალი, საქართველოს საგადასახადო სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა. 2009-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ნაშრომები

  • „2008 წლის კრიზისი საქართველოში. წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა“, (ზ. ქუცნაშვილთან ერთად), 2009
  • კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში (1995 – 2009 წ.წ.), მისი განვითარების პერსპექტივა (თანაავტორი), 2009
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები (კოლექტიური მონოგრაფია); 2005, 2006, 2007
  • კონსტიტუციური სამართალი – სახელმძღვანელო (კოლექტიური მონოგრაფია), 2005
  • საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება ცენტრალურ დონეზე: ბალანსი მის განშტოებათა შორის (კოლექტიური ნაშრომი), 2005
  • რას გვპირდება ახალი საგადასახადო კოდექსი (კოლექტიური მონოგრაფია), 2004
  • საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (კოლექტიური მონოგრაფია), 2001, 2003
  • როგორ იქმნება კანონი (კოლექტიური მონოგრაფია), 2000
  • ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში (მონოგრაფია), 1997

რესურსები ინტერნეტში

თარგი:პარლამენტარის ბიოგრაფია

თარგი:საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები