შინაარსზე გადასვლა

ილია ვეკუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვეკუა, ილია)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ილია ნესტორის ძე ვეკუა (დ. 6 მაისი [ძვ. სტ. 23 აპრილი], 1907, შეშელეთი, სოხუმის ოკრუგი ― გ. 2 დეკემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[1]

ბიოგრაფია

ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იგი კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ილია ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.

1937 წელს ილია ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში“. იმავე წელს აირჩიეს დოცენტად. 1939 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის“. 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ილია ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1944 წელს ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.

1944-1947 წლებში ილია ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“. ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.

1951 წელს ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.

1958 წელს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1959 წელს ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ „Сибирский математический журнал“-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ „Вестник Академии наук СССР“- ის რედკოლეგიის წევრი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.

1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. ასევე, ილია ვეკუას სახელს ატარებს ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა.

ჯილდოები

1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. 1972 წლის მაისში ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.

ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • მანია გ., ხვედელიძე ბ., ილია ვეკუა, თბ., 1967
  • Бицадзе А. В., Илья Несторовиз Векуа, Тб., 1967

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Authority control".