თამაზ გამყრელიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე (დ. 23 ოქტომბერი, 1929, ქუთაისი — გ. 10 თებერვალი, 2021) — ქართველი ენათმეცნიერი, 2005–2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).
ბიოგრაფია
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობას ეწევა აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა (1973–2005 წლებში ინსტიტუტის დირექტორი) და თსუ-ში (სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე 1960 წლიდან). იკვლევდა ძველი აღმოსავლეთ ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიული ენათმეცნიერების საკითხებს. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები“. ნაშრომში „ხეთური ენა და ლარინგალური თეორია“ (სადოქტორო დისერტაცია) გადაჭრა ერთ-ერთი სადავო საკითხი ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართებისა. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ.
გამოკვლევაში „ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის პრობლემისათვის“ (1972) მოცემულია ახლებური ინტეპრეტაცია ნიშნის პირობითობისა ნიკო მარის „დამატებითობის პრინციპის“ თვალსაზრისით.
გამყრელიძის ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ (1959). სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მონოგრაფიამ „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965, გივი მაჭავარიანის თანაავტორობით), სადაც მოცემულია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელების აღდგენა.
2005 წელს გამყრელიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წლამდე შეინარჩუნა. იგი არჩეული იყო საზღვარგარეთის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. იყო ბონის (გერმანია) და ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. 1986–1988 წლებში ასრულებდა ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტის საპატიო მოვალეობას.
1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საქართველოს კომპარტიის სიით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წკის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
გარდაიცვალა 2021 წლის 10 თებერვალს, 91 წლის ასაკში.[1]
ხსოვნა
გარდაცვალების შემდეგ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდა, რომელსაც ორგანიზებას უწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. გარდა ამისა, გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნის და სტუდენტთათვის მისივე სახელობის სტიპენდიის დაწესდების შესახებ.[2]
ლიტერატურა
- გიუნაშვილი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 546-547.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
თარგი:საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრები Script error: No such module "Authority control".
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 23 ოქტომბერი
- დაბადებული 1929
- გარდაცვლილი 10 თებერვალი
- გარდაცვლილი 2021
- ქუთაისში დაბადებულები
- თბილისში გარდაცვლილები
- საბჭოთა ენათმეცნიერები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი ენათმეცნიერები
- ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2000)
- ქართველი ქართველოლოგები
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- გამყრელიძეები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები
- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- სტრუქტურალისტები
- საქართველოს სსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები