შინაარსზე გადასვლა

ველურ გარემოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველურ გარემოში
ჟანრი სათავგადასავლო, ბიოგრაფიული
ავტორი ჯონ კრაკაუერი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი ამერიკის შეერთებული შტატები
გამოცემულია 1996
წინა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შემდეგი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ველურ გარემოში (ინგლ. Into the wild) — ამერიკელი მწერლის, ჯონ კრაკაუერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სათავგადასავლო რომანი, რომელიც 1996 წელს გამოიცა აშშ-ში. მასში ასახულია კრისტოფერ მაკ-კენდლესის მოგზაურობა ალასკაზე. ავტორი მიჰყვა კრისის ნაკვალევს და წერილებზე, ფაქტობრივ მონაცემებსა და მოგონებებზე დაყრდნობით აღადგინა მისი რეალური ისტორია.

სიუჟეტი

კრისტოფერ მაკ-კენდლესის ცხოვრება ახდენილ ამერიკულ ცხოვრებას ჰგავდა. ღირებულებების გადაფასებისა და ყოველივე მატერიალურის უარყოფის შემდეგ ემორის უნივერსიტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მთელი დანაზოგი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, მიატოვა მანქანა, დაწვა ფული, დაჭრა ყველა საბუთი და უბრალოდ წავიდა. გზას ველური გარემოსკენ ვირჯინიელი კრისის ნაცვლად ალეგზანდერ სუპერმაწანწალა დაადგა.

კინოეკრანიზაცია

2007 წელს შონ პენმა საზოგადოებას წიგნის ეკრანიზაცია შესთავაზა, რომლის წარმატებამ კრისის ამბით კიდევ უფრო მეტი მკითხველი დააინტერესა მსოფლიოში. ფილმში მთავარ როლს ემილ ჰირში თამაშობს. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის დაჯილდოებაზე ორ კატეგორიაში. ასევე ფილმს მოგებული აქვს 1 ოქროს გლობუსი.

ლიტერატურა

  • ველურ გარემოში, ჯონ კრაკაუერი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; 2015 წ.