შინაარსზე გადასვლა

ვენის კონგრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ვენის კონგრესით დადგენილი ევროპის ქვეყნების საზღვრები.

ვენის კონგრესიევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერენცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.

მიმდინარეობა

ფაილი:Congress of Vienna.PNG

  1. გაერთიანებული სამეფოს დროშა ართურ უელსლი, I ჰერცოგი უელინგტონი.
  2. ფაილი:Flag Portugal (1750).svg იოაკიმ ლობო დე სილვიერა, ორიოლას VII გრაფი.
  3. ფაილი:Flag Portugal (1750).svg ანტონიო დე სალდანა, პორტო სანტოს გრაფი.
  4.  შვედეთის დროშა კარლ ლოვენჰილმი, გრაფი.
  5. საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთის სამეფო ჯან დე ნოილისი, ნოალის V ჰერცოგი.
  6. ავსტრიის დროშა კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი.
  7. საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთის სამეფო ანდრე დიუპენი.
  8. ესკიზის შექმნის შეცდომა: კარლ ნესელროდი.
  9. ფაილი:Flag Portugal (1750).svg პედრო დე სოიზა, პალმელას I გრაფი.
10. გაერთიანებული სამეფოს დროშა რობერტ სტიუარტი, კასტელეჰის ვისკონტი.
11. საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთის სამეფო ემერიხ იოზეფ დე დალბერგი, დელბერგის გრაფი.
12. ავსტრიის დროშა იოჰან ფონ ვესენბერგი, ვესენბერგის ბარონი.
13. ესკიზის შექმნის შეცდომა: ანდრეი რაზუმოვსკი, პრინცი.
14. გაერთიანებული სამეფოს დროშა ჩრლზ ვენი, სტივარტის I ბარონი.
15. ესპანეთის დროშა პედრო გომეს ლაბრადორი, ლაბრადორის მარკიზი.
16. გაერთიანებული სამეფოს დროშა რიჩრდ ტრენჩი, კლანკარტის II გრაფი.
17. ვაკენი (ჩამწერი).
18. ავსტრიის დროშა ფრიდრიხ ფონ გენცი (კონგრესის მდივანი).
19. პრუსიის დროშა ვილჰელმ ჰუმბოლდტი.
20. გაერთიანებული სამეფოს დროშა უილიამ კეტკარტი, კატეკარტის I გრაფი.
21. პრუსიის დროშა კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი.
22. საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთის სამეფო შარლ მორის დე ტალეირანი.
23. ესკიზის შექმნის შეცდომა: გუსტავ შტაკელბერგი.

საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.

გადაწყვეტილება

დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებებში შედის:

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში