ვენსან კასელი
ვენსან კასელი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვენსან კასელი | |
დაბადების სახელი | ვენსან კროშონი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
რეზიდენცია | ესკიზის შექმნის შეცდომა: საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1987–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) |
მონიკა ბელუჩი (იქ. 1999; განქორწინდა 2013) ტინა კუნაკი (იქ. 2018) |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვენსან კასელი (ფრანგ. Vincent Cassel; დ. 23 ნოემბერი, 1966, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინომსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. 2009 წელს კასელს მიენიჭა სეზარის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „მერინი“.
ბიოგრაფია
ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის — ჟან-პიერ კასელისა და ჟურნალისტის — საბინ ლიტიკიეს ოჯახში.[1][2] როგორც მსახიობმა კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში.
მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.
2006 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შაიტანი“. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომან გავრასის დრამაში „ჩვენი დღე დადგება“, ამავდროულად იყო ფილმის პროდიუსერი. ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი.
ვენსან კასელს ჰყავს და სესილ კასელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.[3] ვენსან კასელი 1999-2013 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა იტალიელ მსახიობზე მონიკა ბელუჩიზე, რომლისგანაც ორი ქალიშვილი შეეძინა: დევა (დ. 12 სექტემბერი, 2004)[4] და ლეონი (დ. 21 მაისი, 2010)[5] 2018 წელს დაქორწინდა ტინა კუნაკიზე. კასელი ფლობს აფრო-ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას კაპოეირას.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1993 | ფ | მეტისი | Métisse | მაქსი |
1995 | ფ | ჯეფერსონი პარიზში | Jefferson in Paris | კამილ დესმულინი |
1995 | ფ | სიძულვილი | La Haine | ვინცი |
1996 | ფ | ამღზრდელი | L'élève | ჟულიენი |
1996 | ფ | ბინა | L'Appartement | მაქსი |
1997 | ფ | დობერმანი | Dobermann | დობერმანი |
1998 | ფ | ელისაბედი | Elizabeth | ანრი III ვალუა |
1999 | ფ | ჟანა დ`არკი | The Messenger: The Story of Joan of Arc | ჟილ დე რე |
1999 | ფ | ოტელი „პარადიზო“ | Guest House Paradiso | ჯინო ბოლონეზე |
2000 | ფ | მეწამული მდინარეები | Crimson Rivers | მაქს კერკერიანი |
2001 | ფ | მგლის საძმო | Brotherhood of the Wolf | ჟან-ფრანსუა დე მორანჟი |
2001 | ფ | იუბილარი გოგონა | Birthday Girl | ალექსეი |
2001 | ფ | წაიკითხე ტუჩების მოძრაობის მიხედვით | Sur mes lèvres | პოლი |
2002 | ფ | გარდაუვალობა | Irréversible | მარკუსი |
2003 | ფ | განკითხვის დღე | The Reckoning | ლორდ დე გი |
2004 | ფ | მოცვი | Blueberry | მაიკ ბლუბერი |
2004 | ფ | საიდუმლო აგენტები | Agents Secrets | ბრისო |
2004 | ფ | ოუშენის თორმეტი მეგობარი | Ocean's Twelve | ფრანსუა ტულუ |
2005 | ფ | ღალატის ფასი | Derailed | ლა როშე |
2006 | ფ | შაიტანი | Sheitan | ჯოზეფი |
2007 | ფ | ოუშენის ცამეტი მეგობარი | Ocean's Thirteen | ფრანსუა ტულუ |
2007 | ფ | აღმოსავლური დაპირებები | Eastern Promises | კირილი |
2008 | ფ | მერინი | Mesrine | ჟაკ მერინი |
2009 | ფ | ბედის ანაბარა | Adrift (À Deriva) | მატიასი |
2010 | ფ | შავი გედი | Black Swan | თომას ლეროი |
2011 | ფ | ჩვენი დღე დადგება | Our Day Will Come | პატრიკი |
2011 | ფ | ბერი | The Monk | კაპუჩინო ამბროზიო |
2011 | ფ | სახიფათო მეთოდი | A Dangerous Method | ოტო გროსი |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ვენსან კასელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ვენსან კასელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- ვენსან კასელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Annabel Rivkin. (20 April 2009) French Fancy: Cécile Cassel. ES Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
- ↑ Stephen M. Silverman. (14 September 2004) Passion Actress Bellucci Has Baby Girl. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
- ↑ Peter Mikelbank. (24 May 2010) Monica Bellucci Welcomes Daughter Léonie. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted