შინაარსზე გადასვლა

ვილი სანიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლი (ფრანგ. Willy David Frédéric Sagnol; დ. 18 მარტი, 1977, სენ-ეტიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი;[1] 2017 წელს ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.[2] იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.[3] 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.[4]

მიღწევები

საკლუბო

მონაკო

ბაიერნი

სანაკრებო

საფრანგეთი

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Willy Sagnol appointed new assistant coach. FC Bayern Munich (9 June 2017). ციტირების თარიღი: 11 June 2017
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. Sportall.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  5. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველო 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე