შინაარსზე გადასვლა

ვოლფგანგ პაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ვოლფგანგ ერნსტ პაული (გერმ. Wolfgang Ernst Pauli; დ. 25 აპრილი, 1900, ვენა ― გ. 15 დეკემბერი, 1958, ციურიხი) — შვეიცარიელი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში.

ბიოგრაფია

ვოლფგანგ პაული დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს ერნსტ მახის პატივსაცემად. 1918 წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია მიუნხენი, სადაც იმჟამად მუშაობდა. მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი არნოლდ ზომერფელდი. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო ფარდობითობის ზოგად თეორიასთან. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში ალბერტ აინშტაინი იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.

1921 წელს პაული გადადის გეტინგენში, სადაც იგი იწყებს მუშაობას მაქს ბორნის ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „პაულის პრინციპითაა“ ცნობილი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაული მუშაობდა კოპენჰაგენის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ნილს ბორთან ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1923 წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1928 წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. 1930 წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტული გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ნეიტრონის ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — პროტონის და ელექტრონის ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ „ნაკლული ენერგიის“ მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები „გადაარჩინა“ ექსპერიმენტულად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. 1941 წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ–ში, სადაც მუშაობს პრინსტონის უნივერსიტეტში. 1945 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია. 1946 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 1958 წელს პაულის აჯილდოებენ მაქს პლანკის სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.

სამეცნიერო მიღწევები

  • 1924: კვანტურ მექანიკაში პაულის შემოაქვს ახალი თავისუფლების ხარისხის ცნება. ამ თავისუფლების ხარისხის არსებობა 1925 წელს დამტკიცდა ულენბეკის და გაუდსმიტის კვლევების შედეგად და მას ელექტრონის სპინი ეწოდა. ამავე წელს პაული აყალიბებს თავის აკრძალვის პრინციპს (პაულის პრინციპი), რომელიც უმნიშვნელოვანესია კვანტურ მექანიკაში.
  • 1926: ვერნერ ჰაიზენბერგის მიერ, კვანტური მექანიკის მატრიცული წარმოდგენის გამოქვეყენების შემდეგ, პაული იყენებს ამ თეორიას წყალბადის ხილული სპექტრის აღსაწერად.
  • 1927: ელექტრონის სპინის აღსაწერად პაულის შემოაქვს სპინორის ცნება
  • 1930: პაული გამოთქვავს აზრს ნეიტრინოს არსებობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტულად ენრიკო ფერმის ცდების შედაგად დამტკიცდა მხოლოდ 1954 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია ფიზიკაში თარგი:ნობელის პრემია 1945

თარგი:ავტორიტეტული წყაროები