ვორტიცელა
იერსახე
ვორტიცელა (ლათ. Vorticella), ძაბრულა — მტკნარი წყლის ერთუჯრედიან ცხოველთა გვარი ინფუზორიების კლასისა. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, ბინადრობენ ზღვისა და მტკნარ წყლებში, სუბსტრატზე მიმაგრებულია გრძელი კუმშვადი ღეროთი. მათი ზომა 150 მკ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნალისმაგვარი ბირთვი, პირის დისკო სხეულის წინა, გაფართოებულ მონაკვეთზეა. იკვებებიან ბაქტერიებით, მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ისე სქესობრივად. ვორტიცელას არსებობა ბიოლოგიურად კარგად გაწმენდილი წყლის მაჩვენებელია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 458.