ზაალ სამადაშვილი
ზაალ სამადაშვილი | |
ზაალ სამადაშვილი | |
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2010 – 26 ივლისი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ზაალ სამადაშვილი |
მემკვიდრე | ჯაბა სამუშია (მ/შ) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აპრილი, 2008 – 2010 | |
წინამორბედი | ზაზა ბეგაშვილი |
მემკვიდრე | ზაალ სამადაშვილი |
დაბადებული | 10 მარტი, 1953 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 1 ნოემბერი, 2024 (71 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: სსრკ → საქართველოს დროშა საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მწერალი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და ესეისტი |
ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 ნოემბერი, 2024, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალას“ დამაარსებელი.
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დედა — თამარ მიქაძე, მამა — შოთა სამადაშვილი. მეუღლე — ნანა იაშვილი (1954). შვილი — გიორგი (1981).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა ბაბო დაჭრეს გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.
არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის „თემო“. ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის „გარსევანი“.
მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: „ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია“.
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.
2008–2013 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. შემდგომში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
გარდაიცვალა 2024 წლის 1 ნოემბერს, 71 წლის ასაკში.[1]
გამოცდილება
- 1977 წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი.
- 1978-1980 წწ. გეოლოგიური ექსპედიცია.
- კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.
- 1983-1989 წ.წ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება.
- 1989-1994 წ.წ. გაზეთების „მამულისა“ და „ქომაგის“ თანამშრომელი, ჟურნალის „XX საუკუნე“ მთავარი რედაქტორი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი.
- 2005-2007 წ.წ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
- 2006 წ. ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი.
- 2008 წლის 12 აპრილიდან, 2013 წლის 26 ივლისამდე იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.[2]
წიგნები
- გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით (1994), ISBN 99928-39-04-X
- როგორც ძველ იტალიურ ფილმებში (1999), ISBN 99928-987-9-8
- ალი გამურულ შუშაში (2001), ISBN 99928-39-26-0
- ბოშები (2003), ISBN 99928-987-9-8
- პლეხანოვური ამბები (2004), ISBN 99940-30-23-X
- როგორ უყვარდათ ერთმანეთი (2004), ISBN 99940-817-2-1
- სანდრო კანდელაკის ჩექმა (2006), ISBN 99940-30-82-5
- მოთხრობები ბიჭებისთვის (2010), ISBN 978-9941-15-128-6
კინო
პრემიები და ჯილდოები
- ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისათვის „იუნკერ ერისთავის ბუცები“, 2016
რესურსები ინტერნეტში
- ლიბ.ჯი–ზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- "ყველაზე მეტად ვაფასებ არა იმას, რას წერენ, არამედ როგორ წერენ"[მკვდარი ბმული]
- ზაალ სამადაშვილი სტუმრად "ბიბლუსში" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Facebook-ში
- Samadašvili, Zaal
- Zaal Samadašvili
- Zaal Samadashvili
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=43
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- დაბადებული 1953
- დაბადებული 3 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2024
- ქართველი მწერლები
- ქართველი სცენარისტები
- ქართველი მთარგმნელები
- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეები
- საბას პრემიის ლაურეატები
- სამადაშვილები
- თბილისში დაბადებულები