შინაარსზე გადასვლა

ზაზა აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ზაზა აბაშიძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ჯილდოები ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ზაზა (ზაალ) აბაშიძე (დ. 28 ნოემბერი, 1957, თბილისი, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 1975 წელს მოსკოვის სახელმწიფო ისტორია-არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკულტეტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მსახიობ დოდო აბაშიძის შვილი.

1980-1981 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად. 1981-1983 წწ. ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1983-1991 წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1991-2001 წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებლად; 1993-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობებზე. 1997-1988 წწ. გაიარა სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2000 წ. რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით. 2001-2005 წწ. თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი. 2005-2006 წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი. 2007 წ. საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩევლი. 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. არის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები