ზეინაბ ხანლაროვა
ზეინაბ ხანლაროვა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზეინაბ იაიჰა კზი ხანლაროვა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ზეინაბ ხანლაროვა |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | აზერბაიჯანელი |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკა, ხალხური |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1961-დან დღემდე |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ზეინაბ იაჰია-ყიზი ხანლაროვა (აზერ. Zeynəb Yəhya qızı Xanlarova; დ. 28 დეკემბერი 1936, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო), სსრკ-ის (1980), აზერბაიჯანის სსრ-ისა (1975) და სომხეთის სსრ-ის (1978) სახალხო არტისტი.[1]
ბიოგრაფია
ზეინაბ ხანლაროვა დაიბადა 1936 წლის 28 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ის ხუთშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. 1956 წელს დაამთავრა მირზა ალაქბარ საბირის სახელობის ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს დაამთავრა ასაფ ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალური სკოლა (სეიდ შუშინსკის კლასი) და გახდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი.
ზეინაბ ხანლაროვა იყო აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოსა (XI-XII მოწვევის) და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (I-III მოწვევის) წევრი.
შემოქმედება
ზეინაბ ხანლაროვამ შეასრულა ლეილის როლი ოპერაში „ლეილი და მაჯნუნი“, ასლის როლი უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში „ასლი და ქარამი“, ასევე არაბზანგის-ის როლით მონაწილეობდა მაგომაევის ოპერაში „შაჰ ისმაილი“ და სხვებში.[2] გარდა ამისა, ხანლაროვამ წარმატებით მოირგო აზერბაიჯანის მუსიკალური სტილი - მუღამი. ზეინაბის ხმა ისმის მუღამის ასეთ კომპოზიციებში, როგორიცაა შაჰნაზი („Şahnaz“), გათარი („Qatar“), ბაიათი შირაზი („Bayatı-Şiraz“) და მრავალი სხვა. ხანლაროვამ დიდ წარმატებას მიაღწია ესტრადაში. მის რეპერტუარში შედის ისეთი კომპოზიტორების სიმღერები, როგორიცაა ტოფიკ გულიევი, არიფ მალიკოვი, ალექფერ თაღიევი, ემინ საბითოღლუ, ყარა ყარაევი, ფიქრეთ ამიროვი და ბევრი სხვა ცნობილი კომპოზიტორი. ხანლაროვას წარმატებით აქვს შეასრულებული სიმღერები რუსულ, სომხურ, უკრაინულ, მოლდავურ, ქართულ („დელი დელასა“/„Daliya“, ტექსტისა და მუსიკის ავტორი — ვლადიმერ ვოსკანიანი[3]), სპარსულ, არაბულ, ჩინურ, ინდურ, თურქულ და სხვა მრავალ ენებზე. ხანლაროვას 50 წლიანი კარიერის მანძილზე, ჰქონდა კონცერტი: რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, ისრაელში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთსა და ჩეხეთში.
აზერბაიჯანში ბაქოს გარდა, ხანლაროვას ჰქონდა კონცერტი: განჯაში, ხანქენდიში, შაქიში, შუშაში, ნახიჩევანში, ლენქორანსა და სხვა რეგიონებში. ხანლაროვამ კიდევ ერთხელ გამართა კონცერტი ბაქოში 2008 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
პრემიები და წოდებები
- აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967)
- „საპატიო ნიშნის“ ორდენი (1971)
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1975)
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1978)
- სსრკ-ის სახალხო არტისტი (1980)
- ხალხთა მეგობრობის ორდენი (1986)
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1988)
- აზერბაიჯანის „დიდების“ ორდენი (1996)[4]
- ორდენი „დამოუკიდებლობა“ (2016)
- ჰეიდარ ალიევის ორდენი (2016)
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted YouTube-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 28 დეკემბერი
- დაბადებული 1936
- აზერბაიჯანელი ქალი მომღერლები
- აზერბაიჯანელი მსახიობები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანის დიდების ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანის სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები