ზურაბ ჭავჭავაძე
ზურაბ ჭავჭავაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | (სიკვდილის შემდეგ) |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ზურაბ ჭავჭავაძე (დ. 5 თებერვალი, 1953, თბილისი — გ. 21 დეკემბერი, 1989[1]) — ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ფილოსოფოს ნიკოლოზ ჭავჭავაძის ვაჟი.
განათლებით ფილოლოგი, ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა; დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან და გია ჭანტურიასთან.
1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.
2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[2]
ესკიზის შექმნის შეცდომა: | „პატრიოტიზმი საკუთარი ერის თავდავიწყებულ სიყვარულს ნიშნავს და არა სხვების სიძულვილს, პოლიტიკოსის მისია ერის გაერთიანებაა და არა ერთმანეთზე გადაკიდება და დაპირისპირება. ხელისუფლების მიზანი ერის მიზნისკენ გაერთიანებაა და არა მასების ბრბოებად გადაქცევა. ამ იდეალებს ახორციელებდა ზურაბ ჭავჭავაძე და მის ღვაწლს მივაგებთ პატივს, რომ ახალ თაობას მივცეთ მაგალითი, რა არის სამაგალითო პოლიტიკაში.“
|
(საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.)
|
ლიტერატურა
- ზურაბ ჭავჭავაძე // „სამშობლო“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1 იანვარი, 1990.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ზურაბ ჭავჭავაძე - ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. «ლიბერალი». 16 დეკემბერი, 2018.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted