შინაარსზე გადასვლა

ზურგი (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ზურგი — საწყაო და წონის ერთეული. მოხსენებულია XV-XVI საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში. იხმარებოდა თივის, ფეტვის, კანაფის, სელისა და ღვინის საზომად. იყენებდნენ XVII და XIX საუკუნეებშიც. ზურგი გულისხმობდა ისეთი სიმძიმის ტვირთს (დაახლოებით 32 კგ), რომლის მოკიდება შეეძლო ერთ ადამიანს.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973;
  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 544, თბ., 1979