თაგვფრინველისნაირნი
თაგვფრინველისნაირნი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Colius striatus1.jpg | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Coliiformes (Murie, 1872) | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებულიძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||
თაგვფრინველისნაირნი (ლათ. Coliiformes) — ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე ბოლოიანად 30-38 სმ-ია; წონა 42-56 გ. ბოლოს სიგრძე თითქმის ორჯერ აღემატება სხეულს. ქოჩორი განსაკუთრებით ემჩნევათ გაღიზიანებისას. რუხი ფერისანი არიან, ზურგზე მომწვანო ელფერი გადაკრავთ, კეფაზე ცისფერი ლაქა აჩნიათ. ფეხის ითხივე თითი წინა აქვთ მიმართული, მაგრამ 1-ლი და მე-4 თითი შეუძლიათ უკანაც შემოაბრუნონ. რიგში 1 ოჯახი (თაგვფრინველისებრნი (ლათ. Coliidae)) და 6 თანამედროვე სახეობაა. თაგვფრინველისნაირნი გავრცელებული არიან აფრიკაში - სენეგალიდან და სომალიდან კაპის პროვინციამდე. ბინადრობენ სავანებში, მეჩხერ ტყეებში, აგრეთვე ბაღებში. დებენ 2-3 კვერცხს. კრუხობენ 12-15 დღე. იკვებებიან წვნიანი ნაყოფით, კენკრით, კვირტითა და ნექტარით. ზოგჯერ სხვა ფრინველების ბარტყებსაც ჭამენ. ზოგი თაგვფრინველისნაირნი ზიანს აყენებს ბაღებს. არ გალობენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 558.