თავისუფლების კლუბი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თავისუფლების კლუბი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც 2010 წელს დაარსდა საზოგადოებისათვის კონსერვატიული და ლიბერტარიანული იდეების გაცნობისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით. კლუბის მთავარი ფასეულობებია ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება.
საქმიანობა
ორგანიზაციის საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროთი შემოფარგლება და გულისხმობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა:
- საჯარო ლექციების მოწყობა;
- დებატებისა და დისკუსიების გამრთვა;
- ბანაკების ორგანიზება;
- საზოგადოებაში ინფორმაციულობის დონის ამაღლება;
- ლიტერატურის თარგმნა და გავრცელება;
- სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე მუშაობა.
განხორციელებული პროეტები
კლუბმა უკვე მოაწყო 10-ზე მეტი საჯარო ლექცია, რომელთაც უძღვებოდნენ საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი ლექტორები, წარმატებული მოაზროვნეები. ასევე 2012 წლის 11-17 თებერვალს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩაატარა პირველი თავისუფლების ბანაკი, სადაც მონაწილეობა მიიღო 80-მდე დაინტერესებულმა სტუდენტმა.
რესურსები ინტერნეტში
- "თავისუფლების კლუბის" საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- "თავისუფლების კლუბის" ბლოგი
- "თავისუფლების კლუბის" გვერდი facebook-ზე