მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოკო შანელი კოკო შანელი
1494 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად შენიშნა კუნძული იამაიკა .
1791 : პოლონეთმა ევროპაში პირველი თანამედროვე კონსტიტუცია მიიღო.
1837 : აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში უძველესი ათენის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
1921 : პარიზში კოკო შანელმა (სურათზე) მისი პირველი სუნამო „Chanel No. 5“ წარმოადგინა.
1947 : იაპონიაში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია , რომელმაც მთავრობის საპარლამენტო სისტემა დაამკვიდრა და იაპონიის მონარქს მხოლოდ ცერემონიული როლი დაუტოვა.
1973 : ჩიკაგოში გაიხსნა სირს ტაუერი , იმ დროისთვის მსოფლიოს უმაღლესი შენობა .
2005 : ერაყში პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა შეუდგა სამსახურს.
2006 : არმავიას რეისი 967 კატასტროფას განიცდის შავ ზღვაზე; დაიღუპა 113 ადამიანი.
2008 : კუბამ მოხსნა აკრძალვა საყოფაცხოვრებო პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე.