მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1415 : ჩეხი რეფორმატორი იან ჰუსი კოცონზე დაწვეს (სურათზე).
1535 : სერ ტომას მორი, უტოპიის ავტორი, სიკვდილით დასაჯა მეფე ჰენრი VIII-მ, ინგლისის ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის გაყოფაზე წინააღმდეგობის გამო.
1785 : აშშ-ის მონეტარულ ერთეულად ერთხმად აირჩა დოლარი.
1885 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა წარმატებით გამოსცადა ცოფის ვაქცინა ცხრა წლის ბავშვზე, რომელსაც ძაღლმა უკბინა.
1919 : ბრიტანული დირიჟაბლი რ-34 დაეშვა ნიუ-იორკში, რაც პირველი გადაფრენა გახდა ატლანტის ოკეანეზე.
1942 : ჰოლოკოსტი : ანა ფრანკი და მისი ოჯახი საიდუმლო სხვენს აფარებენ თავს მამამისის ოფისში ამსტერდამის საწყობში.
2006 : 44 წლის შემდეგ გაიხსნა ინდოეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ნათუ-ლას უღელტეხილი, რომელიც ჩინეთ-ინდოეთის ომის პერიოდში ჩაიკეტა.