მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალილეო გალილეი
1580 : ესპანელებმა ლისაბონი აიღეს და პორტუგალია ესპანეთს შეუერთეს.
1609 : გალილეო გალილეიმ (სურათზე) მისი პირველი ტელესკოპის დემონსტრაცია მოახდინა.
1814 : ბრიტანელებმა ვაშინგტონი ერთიანად გადაწვეს.
1919 : მსოფლიოში პირველი რეგულარული ავიარეისი გაიხსნა მარშრუტით ლონდონი – პარიზი.
1920 : ვარშავის ბრძოლაში პოლონელებმა წითელი არმია დაამარცხეს.
1944 : მეორე მსოფლიო ომი — მოკავშირეთა ძალებმა ნაცისტებისგან პარიზი გაათავისუფლეს.
1988 : ლისაბონის ისტორიული ცენტრი ხანძარმა გაანადგურა.
1990 : აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1991 : ბელარუსი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.