თარგი:დღის სტატია:07-10
იერსახე
![ენტრე-რიოსის რესპუბლიკის დროშა](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/Flag_of_the_Jordanist_rebellion_%281870s%29.svg/langka-150px-Flag_of_the_Jordanist_rebellion_%281870s%29.svg.png)
ენტრე-რიოსის რესპუბლიკა — ერთწლიანი ისტორიის მქონე რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში, რომელმაც იარსება სულ ერთი წელი (1820-1821). მოიცავდა 83,000 კმ²-ს და მდებარეობდა თანამედროვე არგენტინის პროვინციების — ენტრე-რიოსისა და კორიენტესის ტერიტორიებზე. შეიქმნა 1820 წელს გენერალ ფრანსისკო რამირესის მიერ. არსებობა შეწყვიტა რამირესის მკვლელობის შემდეგ,1821 წლის 10 ივლისს.