შინაარსზე გადასვლა

თეატრი და ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „თეატრი და ცხოვრება“ქართული ყოველკვირეული თეატრალურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1910, 1914–1920, 1923–1926 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორ -გამომცემელი იყო იოსებ იმედაშვილი. ჟურნალში თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართლი, ს. ხუნდაძე, კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილ-იუჟინი, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ს. ახმეტელი და სხვა. იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის ისტორიისა და თეორისს საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე. რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტერატურული და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში