თებელოვების კოშკი
იერსახე
თებელოვების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის[1] სოფელ გულიანთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩა სამი სართულის დონეზე. თაღოვანი კარი გაჭრილია დასავლეთ კედელში.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
სქოლიო
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 193, თბ., 2012 წელი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted