თებერვლის რევოლუცია
თებერვლის რევოლუცია (რუს. Февра́льская револю́ция), საბჭოთა ისტორიოგრაფიაში თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია (რუს. Февральская буржуазно-демократическая революция) — 1917 წელს რუსეთში მომხდარი ორი რევოლუციიდან პირველი. დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს [ძვ. სტილით 23 თებერვალი][1]. რევოლუციის დროს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონტრაციებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს პოლიციასა და ჟანდარმერიასთან. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II და რომანოვების დინასტიის მმართველობას და რუსეთის იმპერიას ბოლო მოეღო. იმპერატორი ჩაანაცვლა რუსეთის დროებითმა მთავრობამ თავად გიორგი ლვოვის თავმჯდომარეობით. დროებითი მთავრობა იყო ლიბერალური და სოციალისტური ძალების ალიანსი, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმა სურდათ. მათ დააარსეს დემოკრატიულად არჩეული კონსტიტუციური ასამბლეა. ამასთანავე სოციალისტებმა ჩამოაყალიბეს პეტროგრადის საბჭოები, რომელიც დროებითი მთავრობის პარალელურად ფუნქციონირებდა.
წინაპირობები
რუსეთის თებერვლის რევოლუცია რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. ქვეყნისათვის კატასტროფული აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომი. თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად, რუსეთმა რამდენიმე სერიოზული მარცხი იწვნია გერმანიისაგან. ომის შედეგები მძიმედ აისახა რუსეთზე: გაუარესდა სოციალური ვითარება, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო.
1915 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ არმიის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო და ფრონტის ხაზზე გაეშურა პოლონეთში. ამით იმპერატორი არმიის რიგებში საბრძოლო განწყობის ამაღლებას ცდილობდა, თუმცა სამხედრო დამარცხებებს მაინც ვერ ასცდა. გაუარესებული იყო ორგანიზება, გაჩნდა საბრძოლო და სამედიცინო მასალის დეფიციტი არმიაში. რუსეთის მოსახლეობა პასუხისმგებლობას იმპერატორს აკისრებდა.
ნიკოლოზ II-ის რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ, ხელისუფლებაში გავლენა მისმა მეუღლემ, — ალექსანდრამ მოიპოვა. ის ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა საიმპერიო ხელისუფლების წევრების ინდივიდუალური პოლიტიკური გაძლიერება, რათა არ შემცირებულიყო მისი ქმრის ავტორიტეტი. მთავრობა, რომელიც მანამდე ეფექტიანი იყო, ჯეროვნად ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას.
1917 წლის დასაწყისისათვის რუსეთი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე იდგა. მილიონობით გლეხი და ფერმერი არმიაში იყო გაწვეული, რამაც სამუშაო ძალის დეფიციტი გააჩინა. შემცირდა წარმოება, გაიზარდა ფასები პროდუქტზე. ქალაქების საკვებით მომარაგებას კიდევ უფრო ართულებდა ქვეყნის განუვითარებელი სარკინიგზო სისტემა, რომელიც სამხედრო საჭიროებებზე იყო მორგებული და ძირითადად ჯარის გადაყვანასათვის გამოიყენებოდა.
ისტორია
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- იმპერატორის ძალაუფლების უკანასკნელი დღეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (Последние дни императорской власти), ალეკსანდრ ბლოკი. (რუსული)
- რუსული რევოლუციის მიზეზებზე (О причинах Русской революции), ავტორთა კოლექტივი. (რუსული)
- თებერვლის რევოლუციის მიზეზები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (The causes of the February Revolution), „BBC“. (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ History of the Women's Day. გაერო-ს საიტი.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted