თეიმურაზ ბერიძე (ისტორიკოსი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი თეიმურაზ ბერიძე (დ. 1932 — გ. აპრილი, 2015)[1] — ქართველი ისტორიკოსი, თბილისის ისტორიის მკვლევარი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).
ბიოგრაფია
თეიმურაზ ბერიძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958–1962 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მუზეუმში, 1980–1987 წლებში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იყო. 1989 აირჩეს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიური გათხრების გამგის თანამდებობაზე. 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს დედაქალაქის აგლომერაციული გარემოს ფორმირებების ისტორიული პროცესები (ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია)“. ბერიძის კვლევის საგანი იყო თბილისის (IV-XX სს.) ისტორიის, ყოფისა და კულტურის საკითხები.
მონოგრაფები
- „მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი“ (1970)
- „და აღმოცენდა თბილისი“ (1977)
- „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ (1977)
- „ძველი თბილისის სურათები“ (1980).
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ თეიმურაზ ბერიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2018.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted