თეოდორე თაფლაისძე
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი თეოდორე თაფლაისძე — ქართველი ხუროთმოძღვარი. X საუკუნის დასაწყისში აუშენებია ერედვის წმ. გიორგის ტაძარი (ყოფილი ცხინვალის რაიონი). როგორც სამშენებლო წარწერა გვამცნობს, საძირკველი ჩაუყრია 906. ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა. მიეკუთვნება შენობათა იმ ტიპს, რომელიც ადრინდელ ხანაში შეიქმნა და მხოლოდ საქართველოშია ცნობილი. შენობის მთლიანი კომპოზიცია, განსაკუთრებით შინაგანი სივრცის მხატვრული გადაწყვეტა, დამახასიათებელია იმ გარდამავალი საფეხურისათვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების პერიოდს.
ლიტერატურა
- ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 653.