შინაარსზე გადასვლა

თუხარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თუხარისი — ისტორიული პუნქტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ციხე-ქალაქი. მდებარეობდა კლარჯეთში, ტაოსა და კლარჯეთის საზღვართან.

ეტიმოლოგია

თუხარისის სახელწოდება ქართლის ცხოვრების მიხედვით იშიფრება შემდეგ ნაირად - თუ ხარ ის (ციხე).

ისტორია

ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, თუხარისი საქართველოს უძველესი ციხექალაქთაგანია; დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ეთნარქმა — ოძრხოსმა. IV საუკუნეში თუხარისსა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V საუკუნის II ნახევარში თუხარისი კვლავ ქართლის სამეფოს დაუბრუნდა.

ვიკიციტატა
„რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი.“
ვიკიციტატა
„და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვიდან ვიდრე არსიანათმდე, და ხევნი რომელ მოსდგმანან ღადოთა.“
ვიკიციტატა
„და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე, და თქუა ჭეშმარიტად თუხარ შენ ციხე.“

შემდგომში იგი "ქართველთა საკურაპალატოში" (ტაო-კლარჯეთის სამთავროში) შედიოდა. IX-XI საუკუნეებში თუხარისი იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა მიწაწყალთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

ლოკალიზაცია

თუხარისის ციხის ზუსტი ლოკალიზაცია დღემდე დაუდგენელია.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები, თუხარისი

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ის შავშეთში, ტბეთის თავზე მდებარეობდა. თარგი:Blockquote

ფაილი:Georgia Javaxisvili.jpg
ივ. ჯავახიშვილის რუკა

ივანე ჯავახიშვილის რუკაზე ის ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა არტანუჯსა და იშხანს შორის.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი 2, თბილისი, 1965
  • კუდავა ბ., კიდევ ერთხელ ციხე-ქალაქ თუხარისის ლოკალიზაციისათვის, II საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი", მოხსენებათა თეზისები, თბილისი-ბათუმი, 2012 // Kudava B., Once Again on the Localization of the Fortified City Tukharisi, 2nd International Conference "Tao-Klarjeti", Abstracts of Papers, Tbilisi-Batumi, 2012.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=თუხარისი&oldid=34931“-დან