შინაარსზე გადასვლა

თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები“
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიუჟეტური თაღის მეორე გამოცემა
ინფორმაცია გამოცემაზე
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა
პერიოდულობა ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
გამოცემის თარიღ(ებ)ი 1 ოქტომბერი 1993 -
1 თებერვალი 1994
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდ. 5
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 3,998 იბ
კანონი C
წინა „თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა“
შემდეგი „თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება“
სცენარის ავტორი ტომ ვეიტჩი
გარეკანის ავტორ(ებ)ი დეივ დორმენი და ჰიუ ფლემინგი
კონტური კრის გოსეტი, ჯენინ ჯონსტონი, დევიდ როუჩი
მელანი მაიკ ბარიერო, ჯენინ ჯონსტონი, დევიდ როუჩი
ფერი პამელა რემბო
შრიფტი უილი შუბერტი

თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ (ინგლ. „Tales of the Jedi: Knights of the Old Republic“) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია ტომ ვეიტჩი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1993 წლის 1 ოქტომბერს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 3,998 წლით ადრე.

სიუჟეტი

ამ ნომრებში წარმოდგენილ სიუჟეტებს შორის ორი ძირითადი იკვეთება:

ულიკ ქელ-დრომა

დამწყები ჯედაის რთული გზა და არჩევანი. ჯედაების მონაწილეობა პრინცესა გალიას გათავისუფლებაში. პირველად არის ნახსენები ფრიდონ ნადი, რომელსაც პლანეტა ონდერონის მოსახლეობის ერთი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბნელ მხარეს ემხრობოდა, პატივს სცემს.

ნომი სანრაიდერი

ამბავი ნომისა და მის გოგონა ვიმაზე. ნომის ქმარი, ანდური, ოჯახთან ერთად მიემგზავრება გალაქტიკის ერთ კუთხეში, სადაც თავის მასწავლებელ ტონს უნდა შეხვდეს. გზად ანდურს კლავენ და ნომი რთული არჩევანის წინაშე დგება. ტონი მას ჯედაის ხელოვნებას ასწავლის. ნომი, მიუხედავად იმისა, რომ სინათლის მახვილი ქმრის დაღუპვის ამბებს ახსენებს, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ჯედაების ცნობილ იარაღს ხელში იღებს.

გამოცემები

  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ულიკ ქელ-დრომა და ონდერონის მხეცური ომები, ნაწილი 1
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ულიკ ქელ-დრომა და ონდერონის მხეცური ომები, ნაწილი 2
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 1
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 2
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 3

რესურსები ინტერნეტში