ივან სუსანინი
ივან სუსანინი (რუს. Ива́н Суса́нин; გ. 1613) — XVII საუკუნის დასაწყისში, არეულობის ხანის რუსი ეროვნული გმირი და მოწამე.
მტკიცებულება
1619 წელს, სოფელ დომნინოს მკვიდრმა ბოგდან სობინინმა კოსტრომას მახლობლად მეფე მიხეილ I-ისგან მიიღო სოფელ დერევიშის ნახევარი. სამეფო ქარტიის თანახმად, მან ეს წყალობა მისი სიმამრის ივან სუსანინის მიერ პოლონელებისთვის მეფის ოჯახის ადგილ-სამყოფელის გამჟღავნებაზე უარის თქმისთვის მიიღო.
შემდგომი ქარტიები (1641, 1691, და 1837) იმეორებენ ტექსტს ივან სუსანინის შესახებ: „პოლონელების და ლიტველების მიერ სიკვდილამდე ნაწამებმა ივან სუსანინმა არ გასცა მეფის ოჯახის სამყოფელი“. XIX საუკუნის დასაწყისში ივან სუსანის მიმართ გაიზარდა ისტორიოგრაფების ინტერესი და ის გამოცხადდა რუსეთის ეროვნულ გმირად და გლეხის მიერ მეფის მიმართ თავდადების სიმბოლოდ. მას მიეძღვნა მიხეილ გლინკას ოპერა მეფისთვის ცხოვრება.[1]
ლიტერატურა
- Figes, Orlando A People's Tragedy: The Russian Revolution 1891–1924. London: The Bodley Head. ISBN 9781847922915Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
- Ivan Susanin — Legendary hero of Russia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- IVAN SUSANIN: LIFE FOR THE CZAR
- The book „Ivan Susanin: legends and reality“ written by N.A. Zontikov is dedicated to a Russian hero Ivan Susanin.[მკვდარი ბმული]
სქოლიო
- ↑ Figes, p. 10
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted