ივერია (ვაშლი)
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ივერია — ვაშლის ქართული ჯიში. გამოყვანილია სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით. ხე ინტენსიურად იზრდება, აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის ვარჯი. მოსავალს მე-6-7 წელს იძლევა, უხვმოსავლიანია, ერთი ხიდან საშუალო მოსავალია 300-350 კგ. ნაყოფი მსხვილია (200-220 გ-მდე). მომრგვალო, მოყვითალო-წითელი, რბილობი — მოთეთრო, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო. იკრიფება ოქტომბერში, კარგად ინახება მაისამდე. სასუფრე ჯიშია, ტრანსპორტაბელური. გავრცელებულია ქართლის რაიონებში.
ლიტერატურა
- ახვლედიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 94.