შინაარსზე გადასვლა

ივო ვიქტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ივო ვიქტორი (ჩეხ. Ivo Viktor; დ. 21 მაისი, 1942) — ჩეხი ფეხბურთელი, თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. იცავდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას, სადაც 1966–1977 წლებში 63 მატჩი ჩაატარა.

ვიქტორის სანაკრებო დებიუტი 1966 წელს შედგა მარაკანაზე, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.

მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 1976 წელს ის გახდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, ეროვნული გუნდის რიგებში ვიქტორი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და იმავე წელს ოქროს ბურთის გამოკითხვაში მესამე ადგილი აიღო.

საკლუბო დონეზე ის დუკლას ღირსებას იცავდა, სადაც 13 წელი გაატარა.

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 1990–91 წლების სეზონში ვიქტორი დაუბრუნდა სამუშაოდ დუკლაში, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, თუმცა არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (მე-11 ადგილი ჩემპიონატში), თანამდებობა დატოვა.[1]

მარცხნიდან: ზდენეკ ნეჰოდა, იოზეფ მასოპუსტი, ივო ვიქტორი. 1974

ტიტულები

საკლუბო

ჩეხოსლოვაკიის დროშა დუკლა პრაღა
  • ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1964, 1966, 1977
  • ჩეხოსლოვაკიის თასის მფლობელი: 1965, 1966, 1969
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
ევროპის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Pivoda, Aleš (2013). Legenda se vrátila (Czech), გვ. 36. 
  2. Czechoslovakia – Player of the Year
  3. European Goalkeeper of the Year
  4. IFFHS-ის საუკუნის გამოკითხვა European Keeper of the Century

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted