ილია აბულაძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფელი ზედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958-1968 წწ).[1] მისი პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება[2] ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
ილია აბულაძე დაიბადა 1901 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1945-1951 წლებში უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია. 1953 წელს ინიშნება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე.
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 — ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965—1966). 1937 წლის სექტემბერში, ეჩმიაძინის მუზეუმში (სომხეთი), ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი, რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა, ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა. ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო, აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს.
1968 წელს, ილია აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე. მათ შორის, ბიბლიოგრაფიულ რარიტედად ქცეული მრავალი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის გამოცემა. კაბინეტში ინახება ილია აბულაძის პირადი ნივთებიც, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.[1]
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- გამყრელიძე ა., პროფესორი ილია აბულაძე, კრ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ილია აბულაძის ხსოვნას), ტ. 1, თბ., 1971 (ახლავს აბულაძის ნაბეჭდი შრომების სია);
- მრავალთავი X (ეძღვნება ილია აბულაძის დაბადებიდან 80 წლისთვს. თბ.1983)
- ქურციკიძე ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 44.
- პირადი არქივების აღწერილობა-ილია აბულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტ. 2, თბ. 2010.
- კუდავა ბ., აკადემიკოსი ილია აბულაძე, ჟურნალი: მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N 1, თბ. 2012.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 27, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
- ილია აბულაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კუდავა ბ., აკადემიკოსი ილია აბულაძე // Kudava B., Academician Ilia Abuladze
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ილია აბულაძის კაბინეტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
- ↑ ილია აბულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ქართველი ფილოლოგები
- ქართველი ენათმეცნიერები
- დაბადებული 24 ნოემბერი
- დაბადებული 1901
- გარდაცვლილი 9 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1968
- აბულაძეები
- ქართველი რუსთველოლოგები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები