იმერული ხეჭრელი
იერსახე
იმერული ხეჭრელი (ლათ. Rhamnus imeretina) — კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5-4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხარე მონაცისფრო ხავერდისებრია, ზედა კი — მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა.
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილსა (სამხრეთ ოსეთი, ზემო ქართლი, მესხეთი) და თურქეთის მომიჯნავე რაიონებში (ართვინის ვილაიეთა და სხვა). იზრდება ქვეტყედ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებსა და ტყისპირებზე მთის შუა სარტყლიდან ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. დეკორატიულია.
ლიტერატურა
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 115.
რესურსები ინტერნეტში
- ესკიზის შექმნის შეცდომა: შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იმერული ხეჭრელი“ ვიკისაწყობში.
- იმერული ხეჭრელი (გერმანული)