მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეს არის ინგლისის ისტორიის ქრონოლოგია.
ძვ. წ. I საუკუნე
XI საუკუნე
Year |
Date |
Event
|
1016 |
|
დანიელი პრინცი, კნუდი ინგლისის მეფე გახდა.
|
1043 |
აგვისტო |
ედუარდ აღმსარებელმა ინგლისის ტახტი დაიკავა.
|
1066 |
6 იანვარი |
ედუარდი გარდაიცვალა და მისი ადგილი სასექსის ერლმა, ჰაროლდ გოდვინსონმა დაიკავა.
|
1066 |
20 სექტემბერი |
ფულფორდის ბრძოლა: ნორვეგიელმა დამპყრობლებმა ჰარალდ ჰარდრადას ხელმძღვანელობით, ჰაროლდის ძმასთან, ტოსტიგთან ერთად დაამარცხა ინგლისური არმია.
|
1066 |
25 სექტემბერი |
სტემფორდის ხიდის ბრძოლა: ჰაროლდმა დარჩენილი მოწინააღმდეგეები გაანადგურა ბრძოლის ველზე, სადაც დაეცა ჰარდრადაცა და ტოსტიგიც.
|
1066 |
14 ოქტომბერი |
ჰასტინგსის ბრძოლა: ინგლისის არმია ამჯერად ნორმან დამპყრობლებს დაუპირისპირდა, რომელსაც ნორმანდიის ჰერცოგი, უილიამ დამპყრობელი მეთაურობდა. ჰაროლდი ბრძოლაში დამარცხდა და მოკლულ იქნა.
|
1066 |
25 დეკემბერი |
უილიამი ინგლისის მეფედ ეკურთხა, როგორც უილიამ I.
|
1077 |
|
მუშაობა დასრულდა ბაიოს გობელენზე, რომელზეც ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის სცენები იყო ასახული.
|
1086 |
|
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საყოველთაო საადგილმამულო აღწერა საშინელი სამსჯავროს წიგნში აისახა.
|
1087 |
სექტემბერი |
უილიამ I გარდაიცვალა რუანში და ინგლისის ტახტი მისმა ვაჟმა, უილიამ II-მ დაიკავა.
|
1100 |
2-5 აგვისტო |
უილიამ II ნიუ-ფორესტში ნადირობისას დაიღუპა და ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, ჰენრი I-მა დაიკავა.
|
XII საუკუნე
Year |
Date |
Event
|
1106 |
28 სექტემბერი |
ტინჩებრეის ბრძოლა: ჰენრი I-მა თავისი უფროსი ძმა, ნორმანდიის ჰერცოგი, რობერტი, დაამარცხა და ნორმანდია შემოიერთა.
|
1120 |
25 ნოემბერი |
ტახტის მემკვიდრე, უილიამ ადელინი დაიღუპა თეთრი გემის ტრაგედიის დროს.
|
1135 |
22 დეკემბერი |
ჰენრი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა დისშვილმა, სტივენმა დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე ჰენრის ქალიშვილი, მატილდა იყო. მათ შორის დაიწყო სამოქალაქო ომი.
|
1153 |
|
უილინგფორდის ხელშეკრულება: სტივენმა მატილდას ვაჟი, ჰენრი პლანტაგენეტი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა.
|
1154 |
19 დეკემბერი |
ჰენრი II ინგლისის ტახტზე ავიდა და სათავე დაუდო პლანტაგენეტების დინასტიას.
|
1164 |
|
The Constitutions of Clarendon, a set of laws which governed the trial of members of the Catholic Church in England, were issued.
|
1170 |
29 დეკემბერი |
კენტერბერის მთავარეპისკოპოსი თომას ბეკეტი მოკლეს.
|
1189 |
6 ივლისი |
ინგლისის ტახტი რიჩარდ I-მა დაიკავა.
|
1190 |
|
რიჩარდ ლომგული მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას შეუერთდა. უკან დაბრუნებისას ის ავსტრიელებმა დაატყვევეს და საპყროვილეში რამდენიმე წლის გატარება მოუწია.
|
1199 |
|
სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე, რიჩარდი ბრძოლაში დაიღუპა, მისი ადგილი კი მისმა უმცროსმა ძმამ, ჯონმა დაიკავა.
|
XIII საუკუნე