ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი
თარგი:Stack ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი — დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის, გრძელდება მათი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1947 წლიდან დღემდე. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავა გახდა.
1947-1949 წლების ომში ინდოეთმა დაამყარა თავისი კონტროლი აღნიშნული ტერიტორიის 2/3-ზე, დანარჩენი ნაწილი კი პაკისტანის ხელში გადავიდა.
კონფლიქტის პერიოდში გაიმართა სამი დიდი ომი:
- ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი (ქაშმირის პირველი ომი; 1947-1949 წწ.)
- ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი (ქაშმირის მეორე ომი; 1965 წ.)
- ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი (1971 წ.) — დაკავშირებულია ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ომთან.
1984 წლიდან მიმდინარეობს პატარა სასაზღვრო კონფლიქტი სიაჩენის მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული კონფლიქტი განსაკუთრებულია, რადგან მოწინააღმდეგეებმა უდიდესი დანაკარგი ნახეს არა ერთმანეთთან ბრძოლით, არამედ მკაცრი კლიმატური პირობების გამო. 2003 წლიდან სიაჩენში მოქმედებს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი XXI საუკუნის დასაწყისში გამძაფრდა, რადგან ორივე ქვეყანამ შექმნა ბირთვული იარაღი[1][2]. დღესდღეობით პაკისტანს იარაღით აშშ ამარაგებს[3][4], ხოლო ინდოეთს რუსეთი[5][6].
სქოლიო
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «Индия потратит на вооружение 80 миллиардов долларов за четыре года».
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «Индия потратит на оборонку 200 миллиардов долларов за 12 лет».
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «США передадут Пакистану 14 истребителей F-16».
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «США передали Пакистану гаубицы и патрульные катера».
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «ВВС Индии примут на вооружение 150 истребителей Су-30МКИ».
- ↑ სტატია საიტზე Лента.ру: «Путин привезет в Индию военные контракты на четыре миллиарда долларов».
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted