ინტერნეტის პირველადი დომენი
იერსახე
ინტერნეტის დომენი — ინტერნეტის რესურსების სამისამართო სახელის ელემენტი. მაგალითად ქართული ვიკიპედიის მისამართში ka.wikipedia.org, უკანასკნელი კომპონენტი (org) წარმოადგენს მაღალი დონის დომენს. იგი გამოიყენება ინტერნეტის რესურსების გარკვეული ჯგუფების იდენტიფიკაციისათვის. შეიძლება გამოიყოს ორი ტიპის დომენები:
ეროვნული დომენები (2-ასოიანი კოდები)
- .ge - საქართველო
- .ru - რუსეთი
- .fr - საფრანგეთი
- .uk - დიდი ბრიტანეთი
- .de - გერმანია
საერთო სარგებლობის დომენები (კოდები 3 და მეტასოიანი კოდები)
- .com - კომერციული ორგანიზაციები
- .org - არაკომერციული ორგანიზაციები
- .net - ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტის ქსელთან
- .edu - სასწავლო ორგანიზაციები (უნივერსიტეტები)
- .gov - აშშ-ს სამთავრობო ორგანიზაციები
- .mil - აშშ-ს სამხედრო ორგანიზაციები
- .info - საინფორმაციო რესურსები