შინაარსზე გადასვლა

იოანეს დრასხანაკერტცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანეს დრასხანაკერტცი, იოანე დრასხანაკერტელი (გ. 929) — IX-X საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი, 897-929 წლებში სომხეთის კათოლიკოსი. მისი შრომებიდან ცნობილია „სომეხი მამამთავრების რიგი“ და „სომხეთის ისტორია“, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა. ბოლო ნაშრომში აღწერილია სომხეთის ისტორია „ქვეყნის დასაბამიდან“ X საუკუნის I მეოთხედამდე. ნაშრომი შეიცავს საინტერესო ცნობებს შუა საუკუნეების სომხეთში კლასთა ბრძოლის, შინაფეოდალური ომების, პოლიტიკური წყობილების, საერთაშორისო ურთიერთობის, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, კულტურისა და, აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

ლიტერატურა