იოზეფ ალბერსი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
იოზეფ ალბერსი (გერმ. Josef Albers; დ. 19 მარტი, 1888 — გ. 26 მარტი, 1976) — გერმანელ-ამერიკელი მხატვარი, მათემატიკოსი, მასწავლებელი, რომლის ნამუშევრებმა და მეთოდებმა ევროპასა და აშშ-ში ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყოვლისმომცველი სწავლების პროგრამა.
ბიოგრაფია
დაიბადა ბოტროპში, ვესტფალია (გერმანია). სწავლობდა ბერლინში, ესენში და მიუნხენში, სანამ 1920 წელს ვაიმარში პრესტიჟულ ბაუჰაუზში შევიდოდა. 1922 წელს დაიწყო დიზაინის ფაკულტეტზე დამწყებთა კურსის სწავლება, ხოლო 1925 წელს პროფესორად დააწინაურეს, ამავე წელს ბაუჰაუზი დასაუში გადავიდა.
1933 წელს ნაცისტების ზეწოლით ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ ალბერსი აშშ-ში გადადის და ჩრდ. კაროლინაში ბლეკ მაუნტენ კოლეჯში იწყებს მასწავლებლობას, სადაც ის ხატვის პროგრამას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე. აქ მის სტუდენტთა შორის იყვნენ რობერტ რაუშენბერგი, რობერტ მოზერუელი, რეი ჯონსონი და სუზან ვეილი. 1950 წელს ალბერსი იელის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ხდება 1958 წელს პენსიაზე გასვლამდე.
1963 წელს ალბერსმა გამოაქვეყნა „ფერთა ურთიერთქმედება“ (Interaction of Color), სადაც წარმოადგინა თეორია, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ფერებს მართავდა შინაგანი და თვალისამხვევი (deceptive) ლოგიკა. ალბერსი აგრძელებდა ხატვას და წერას ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, გარდაცვალებამდე (1976).
მიუხედავად იმისარ, რომ ალბერსი დიზაინერი, ფოტოგრაფი, ტიპოგრაფი და პოეტიც იყო, ყველაზე მეტად ის ცნობილია მისი აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრებით და თეორიებით. მის ნამუშევართა შორის ყველაზე განთქმულია სერია „კვადრატის პატივსაცემად“, რომელშიც ასობით ნახატი და ლითოგრაფიაა შესული. ამ სერიაში, რომელიც მან 1949 წელს დაიწყო, ალბერსი იკვლევდა თაბახზე კონცენტრირებულად განლაგებულ ბრტყელ ფერად კვადრატთან ქრომატულ ზემოქმედებას.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იოზეფ ალბერსი“ ვიკისაწყობში.
- Josef-Albers-Museum Quadrat, Bottrop Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- The Josef & Anni Albers Foundation, USA
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted