შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ქობალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფაილი:IrakliKobaliaZesta.jpg
„ზესტაფონში“

ირაკლი ქობალია (დ. 13 მარტი, 1992, სენაკი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ თავდამსხმელი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.

კარიერა

კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიაში“. 2011 წელს იჯარით წესით იმყოფებოდა რუსთავის „მეტალურგში“, სადაც ჩაატარა მხოლოდ 5 მატჩი, უეფა-ს ევროპის ლიგის 2011-12 წლების სეზონის შესარჩევ ეტაპზე და პლეი-ოფში. სომხეთის საფეხბურთო კლუბ „ბანანცის“ წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, 48-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა,[1] 49-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.[2] 2 მატჩის ჯამში რუსთაველებმა 2-1 გაიმარჯვეს. „ზუგდიდში“ 2013 წლამდე ითამაშა, შემდეგ „ზესტაფონში“ გადავიდა. 2014 წლის აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით პირველ ლიგაში მოასპარეზე ხობის „კოლხეთს“ შეუერთდა. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ზუგდიდში“ დაბრუნდა.

2010-11 და 2012-13 წლების სეზონებში „ზუგდიდელთა“ რიგებში შეძლო ყველაზე მეტის, 7 გოლის გატანა.

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Banants v Metalurgi Rustavi Leg. 1 Match. UEFA Europa League (30 ივნისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2011.
  2. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბანანცი 0:1 მეტალურგი რუსთავი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted