იტალიური ვიკიპედია
ვიკიპედიის ნიშანი იტალიური ვიკიპედია Wikipedia in italiano | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
ფაილი:Italian-wikipedia-screenshot.png | |
მისამართი: | it.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | იტალიური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის 11 ივნისი |
სტატიების რაოდენობა: | Script error: No such module "NUMBEROF". |
გვერდების რაოდენობა: | Script error: No such module "NUMBEROF". |
რედაქტირებების რაოდენობა: | Script error: No such module "NUMBEROF". |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | Script error: No such module "NUMBEROF". |
აქტიური მომხმარებელი: | Script error: No such module "NUMBEROF". |
ადმინისტრატორი: | Script error: No such module "NUMBEROF". |
სიღრმე: | ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი < ოპერატორი. |
იტალიური ვიკიპედია (იტალ. Wikipedia in italiano) — ვიკიპედიის განყოფილება იტალიურ ენაზე. შეიქმნა 2001 წლის 11 ივნისს.
2011 წლის პროტესტი
2011 წლის 4 ოქტომბერს იტალიურმა ვიკიპედიამ კანონპროექტის „DDL intercettazioni“ პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მოქმედება. მაშინვე ენციკლოპედიის ყველა გვერდი დაიხურა.[1] კანონპროექტი, რომელიც განიხილებოდა იტალიის პარლამენტში, ითვალისწინებს ინტერნეტ-რესურსებში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის აუცილებელ შესწორებასა და ამოღებას, რომელსაც განმცხადებელი მისი რეპუტაციისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ამასთანავე საჭირო არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება ან სამართალდამცავი ორგანოების ფორმალური მოთხოვნები.[2] ამ კანონპროექტს პროტესტი გამოუცხადა იტალიურმა ვიკიპედიამ, რომლის ადმინისტრატორებმა „დაფარეს“ ენციკლოპედიაში არსებული ყველა ინფორმაცია. ფონდ ვიკიმედიამ იმავე დღეს იტალიურ ვიკიპედიას მხარდაჭერა გამოუცხადა.[3] საერთო ჯამში, პეტიცია ნანახია დაახლოებით რვა მილიონჯერ.[4] 2011 წლის 6 ოქტომბერს ვიკიპედიის იტალიური განყოფილება გაიხსნა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში აჩვენებდა მთავარ ბანერს, სადაც ახსნილი იყო საარჩევნო მოყვანილობა.
2018 წლის პროტესტი
2018 წლის 3 ივლისს იტალიური ვიკიპედია გაიფიცა და ორი დღით დაიხურა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მოსალოდნელი „საავტორო უფლებებზე ერთიან ციფრულ ბაზარზე დირექტივების“ პროტესტის ნიშნად. ლოგოტიპი გახდა შავი ფერის, ხოლო განყოფილების მომხმარებლებს შეეზღუდათ რაიმე სტატიისა თუ განხილვის გვერდის ნახვის შესაძლებლობა და გადადიოდნენ იმ გვერდზე, სადაც იყო განცხადების ტექსტი, რომელიც მხარს უჭერდა პროტესტს გამკაცრებული კოპირაიტული შეზღუდვების შესახებ ინტერნეტში და უხმობდა სხვებს აქციაში ჩართვისაკენ.[5] 4 ივლისს გაფიცვას შეუერთდა ესპანური, ესტონური, ლატვიური და პოლონური ვიკიპედია, ხოლო ვიკიპედიის რამდენიმე განყოფილებამ აჩვენა საინფორმაციო ბანერი. საინფორმაციო შეტყობინება აქციის შესახებ ხელმისაწვდომი იყო 14 ენაზე. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტის განხილვა 2018 წლის სექტემბრის სესიამდე.[6]
რესურსები ინტერნეტში
- იტალიურმა ვიკიპედიამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- იტალიურმა ვიკიპედიამ მუშაობა შეწყვიტა
სქოლიო
- ↑ Official announcement (English version); permanent link: http://it.wikipedia.org/w/index.php?title=Wikipedia:Comunicato_4_ottobre_2011&oldid=43934170.
- ↑ Camera dei Deputati: disegno di legge N. 1415-B Italian. Camera dei Deputati.
- ↑ Wikimedia blog » Blog Archive » Regarding recent events on Italian Wikipedia. Blog.wikimedia.org. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
- ↑ Wikipedia article traffic statistics. Stats.grok.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2011-10-05.()
- ↑ Italy Wikipedia shuts down in protest at EU copyright law — BBC News
- ↑ ვიკიპედიამ გაიმარჯვა: ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტი საავტორო უფლებების შესახებ // ИА REGNUM, 5 ივლისი 2018, 13:44.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|