შინაარსზე გადასვლა

იტოროროს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack იტოროროს ბრძოლაპარაგვაული ომის ერთ-ერთი შეტაკება.

1868 წლის 6 დეკემბრის დილას, ბრაზილიის არმიის მარშალი, კაშიასის მარკიზი ლუიშ ალვიშ დი ლიმა ი სილვა ორ დანაყოფად დანაწილებულ 13 000 კაცთან ერთად პარაგვაის ქალაქ ვილიეტის ასაღებად გაემართა, საიდანაც პარაგვაის არმიაზე შემდგომ შეტევებს გეგმავდა უკნიდან. თუმცა, პარაგვაის პრეზიდენტმა და არმიის მთავარსარდალმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა მოკავშირეთა შემოსვლია ამბავი და მათი გეგმები შეიტყო.

მოკავშირეთა ნელი სვლის გამო მან უპირატესობა მოიპოვა და პატარა მდინარე იტოროროს ვიწრო გადმოსასვლელზე მტრის შესაჩერებლად პოლკოვნილი ბერნარდინო კაბალიერო გაგზავნა. კაბალიერომ თავისი ძალები ისე განალაგა, რომ მარკიზის ჯარებს მხოლოდ ერთი გასასვლელით გაევლო (ხიდზე) მძიმე სასტიკი ცეცხლის ქვეშ. გასასვლელის ყოველ მხარეს მან ოთხი ზარბაზანი განათავსა. სხვა დანაყოფი ასევე ოთხი ზარბაზნით ახლომდებარე ბორცვზე განლაგდა.

ბრძოლა გვიან დილას დაიწყო და ხიდის გასაკონტროლებლად მიმართული შეტევებითა და კონტრშეტევებით ხასიათდებოდა. შუადღის 1 საათზე, მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეებმა ხიდი აიღეს და ვილიეტისკენ მიაშურეს.

რესურსები ინტერნეტში