იულონ ბატონიშვილი
იერსახე
იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ. 4 (15) ივნისი, 1760, პეტერბურგი — გ. 2 (14) თებერვალი, 1827) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი.
რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში და ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე. 1805 რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგში. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში სხვა ქართველ ბატონიშვილთა გვერდით.
ოჯახი
1785 წელს ცოლად შეირთო სალომე რევაზის ასული ამილახვარი (1766-1827). ქორწინებაში შეეძინათ 9 შვილი (5 ვაჟი და 4 ქალიშვილი), რომელთაგან ხლოდ ოთხმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს:
ლიტერატურა
- ბარამიძე ა., შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთი მაგალითი XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ ეპისტოლარულ წყაროებში, კრ.,: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976,
- ჯავახიშვილი ივ., საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები მეფის ძე დავით და ბატონიშვილი იულონ, «მოამბე», 1900, № 4, განყ. 2
- ბარამიძე არ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 277.